Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში, სექტემბრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აცრის დღიური მაჩვენებელი


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 16 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 19 148 ადამიანი. ეს სექტემბრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. 19 ათასზე ნაკლები ადამიანი აიცრა მხოლოდ 5 და 12 სექტემბერს, კვირა დღეს, როცა ვაქცინაციის მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 610 309 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.7%. სრულად ვაქცინირებულია 675 215 - მოზრდილი მოსახლეობის 23.6%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG