Accessibility links

site logo site logo

დღეიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება


დღეიდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. „ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს.

ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, გათამაშების დროს თუნდაც ერთჯერადად აცრილი მოქალაქეები.

ლატარია გათამაშდება ყოველდღე, 12:00 საათზე ვებგვერდზე, რომლის მისამართია www.stopcov.lotto.ge. ყოველკვირეული გათამაშება შედგება ორშაბათობით, ასევე 12:00-ზე.

ლატარიის გაათამაშება გაიმართება წლის ბოლომდე, კვირაში ერთხელ იქნება შემაჯამებელი გათამაშება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო.

ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს მოეწყობა და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. საბოლოო გათამაშება იქნება ლოტოტრონის პრინციპით.

მოგებული თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდის www.stopcov.lotto.ge-ს მეშვეობით. გამარჯვებულებს ინფორმაციას მიაწვდიან ტელეფონითაც.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 7 სექტემბერს გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG