Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: ჩვენს კანდიდატს „ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა


„მესამე ძალის“ მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიის რაიონ ბაში-იანეთში, ნიკა საკანდელიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა, ამტკიცებს გიორგი ვაშაძე.

„ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთარი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა.შ.“, - განაცხადა ვაშაძემ 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე და დაამატა: „ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა“.

„მესამე ძალა“ მოითხოვს კანდიდატურის მოხსნის განცხადების გაუქმებას.

ასევე, პარტია მოითხოვს „ქართული ოცნების“ შტაბის იმ წევრების დაკავებას, რომლებიც „ჩართული იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG