Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში გაიმართა ქალების აქცია, მუშაობის და სწავლის უფლებების მოთხოვნით


ავღანელი ქალების ჯგუფმა 19 სექტემბერს ქაბულში გამართა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია და მოითხოვა მუშაობის და სწავლის უფლებები.

ადგილობრივი მედიით გავრცელებული ვიდეოები ასახავს 25-მდე ქალს, თავშეყრილებს უწყებასთან, რომელიც ბოლო დრომდე ცნობილი იყო ქალთა საკითხების სამინისტროდ. "ქალთა უფლებები და ადამიანის უფლებები!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ზოგიერთ მათგანს ეჭირა პლაკატები, რომლებზეც ქალთა საჯარო ცხოვრებაში ჩართვის მოთხოვნები ეწერა. "საზოგადოება, რომელშიც ქალები აქტიურები არ არიან, მკვდარი საზოგადოებაა" - ეწერა ერთ-ერთ პლაკატზე.

აქცია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ქალებმა აქციის ადგილი დატოვეს უცნობ კაცთან სიტყვიერი კონფრონტაციის შემდეგ.

ბოლო დღეებში ავღანეთის ახალმა, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გაავრცელა რამდენიმე ბრძანება, რომლებიც ზღუდავს გოგონების და ქალების უფლებებს. ავღანელი გოგონები არ ჩართეს საშუალო სკოლებში სწავლის აღდგენის პროცესში 18 სექტემბერს - თალიბანის მთავრობამ მხოლოდ ბიჭებს და კაც მასწავლებლებს უბრძანა საკლასო ოთახებში დაბრუნება. დაწყებითი კლასები მანამდე გაიხსნა, ამ კლასებში ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე დადიან და რამდენიმე ქალ მასწავლებელს მიეცა სამსახურში დაბრუნების საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG