Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საარჩევნო კომისია: წინასწარი შედეგებით, ხმათა 38,57 პროცენტით ლიდერობს ერთიანი რუსეთი


რუსეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების წინასწარი მონაცემებით ლიდერობს მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი - მას ხმათა 38,57 პროცენტი აქვს. კომუნისტურ პარტიას 25,2 პროცენტი ერგო, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას - 9,6 პროცენტი.

19 სექტემბერი რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნების ბოლო დღე იყო. კენჭისყრა გაიმართა ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ ცნობებისა და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოძრაობაზე ზეწოლის გაძლიერების ფონზე.

ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა დასძენდნენ, რომ ეს პარტია, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უჭერს მხარს, შესაძლოა მდგარიყო პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ამ პარტიის პოპულარობა დაახლოებით 30 პროცენტამდე იყო დაცემული. ამდენად, ანალიტიკოსები გამოთქვამდნენ შეფასებას, რომ კრემლის მთავარი მიზანი იყო ერთიან რუსეთს 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში შეენარჩუნებინა საკონსტიტუციო, ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG