Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ჯალალაბადში თალიბების მანქანებზე თავდასხმების შედეგად


თალიბანის წევრები აფეთქების ადგილზე ჯალალაბადში
თალიბანის წევრები აფეთქების ადგილზე ჯალალაბადში

ცნობების თანახმად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში თალიბების კუთვნილ ავტომობილებზე თავდასხმის შედეგად. ეს ბოლო მსგავსი ინციდენტია მას შემდეგ, რაც ერთ დროს დამხობილმა თალიბანმა შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება.

პირველი თავდასხმის დროს პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში ცეცხლის გაუხსნეს თალიბების ავტომობილს, რომლის დროსაც 2 ექსტრემისტი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. თალიბები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია.

მოგვიანებით ჯალალაბადში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა და ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა. არც ერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
თუმცა სამი დღის წინ ჯალალაბადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში 19 სექტემბერს აფეთქების სამიზნე გახდა თალიბანის მანქანა. თავდასხმას შეეწირა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG