Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩთან "მოსმენებზე" არ უსაუბრიათ


მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არ უსაუბრიათ ე.წ. მოსმენებზე. დიდი ალბათობით "სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე" მას ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს.

"საქმე ეხებოდა სუფთად საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება, ჩანაწერების თემას, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არ ყოფილა... რომ დასმულიყო საკითხი ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ამას ტელევიზიებს და მერე აქვეყენებს. ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.

"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენ სერიოზულად ვიღებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს კითხვებს აჩენს, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის ახლო მეგობრის და პარტნიორის მხრიდან. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელში ჩვენს სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილი გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი", - განაცხადა ჰარცელმა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG