Accessibility links

site logo site logo

KazTransGas-ის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ყაზახური ფირმები მილიარდობით მოგებას ნახულობდნენ


კაირატ შარიპბაევი

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა არაპირდაპირი კავშირები ყაზახეთის გაზის კომპანია KazTransGas-ის ხელმძღვანელსა და იმ მზარდ კომპანიებს შორის, რომლებმაც დიდი მოგება ნახეს მთავრობასთან დაკავშირებული გარიგებებიდან. მათ შორისაა 20 წელზე გათვლილი, მრავალი მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტი.

საჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ KazTransGas-ის თავმჯდომარე კაირატ შარიპბაევისა და სხვა მოქმედი თუ ყოფილი ოფიციალური პირების მიმართ არსებობს ეჭვები, რომ სახელმწიფო მათ მომგებიან პირობებს უქმნიდა.

არ არის ნათელი, შარიპბაევი პირდაპირ იღებდა თუ არა მოგებას თავისი პირადი ურთიერთობებით ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროს ქალიშილთან, დარიგასთან. მაგრამ KazTransGas-ის თავმჯდომარედ შარიპბაევის დანიშვნა და ბიზნესში მისი წარმატებები დაემთხვა დარიგა ნაზარბაიევასთან მის ახლო ურთიერთობებს. სავარაუდოდ, მათ ცოლ-ქმრობაც აკავშირებდათ, რაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებიათ.

ცენტრალური აზიის ამ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში კლიენტელიზმის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ბრალდებებს ამყარებს იმის საბუთები, რომ ნაზარბაევის ოჯახთან დაახლოებული ვიწრო წრე ფარული პირადი და საქმიანი ურთიერთობების მეშვეობით მდიდრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG