Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: ყველამ დაინახა, განსაკუთრებით პარტნიორმა ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე


ნიკა მელია
ნიკა მელია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ" წარმოაჩინა საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე.

„გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა, მთელი საზოგადოების წინაშე", -განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG