Accessibility links

site logo site logo

ანტონიუ გუტერეში: კლიმატის ცვლილება „რისკს ამრავლებს“ არასტაბილურ რეგიონებში


ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 23 სექტემბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კლიმატის ცვლილება „რისკს ამრავლებს“ არასტაბილურ რეგიონებში და უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ასეთ ზემოქმედებას ხელი შეუშალოს.

მისი თქმით, ისეთ კლებად რესურსებზე დამოკიდებულება, როგორიც, მაგალითად, წყალია, აუარესებს კონფლიქტით წარმოქმნილ კრიზისს, მაგრამ უშიშრობის საბჭოს შეუძლია პრობლემის შემსუბუქებაში დახმარების გაწევა.

„კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტირებამ და სამშვიდობო ძალისხმევამ შეიძლება და უნდა გააძლიერონ ერთმანეთი,“ თქვა გუტერეშმა უშიშროების საბჭოში, კლიმატისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი რანგის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ორკვირიანი შეხვედრის პარალელურად გაიმართა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოვიდა „დაუყოვნებელი, ენერგიული მოქმედებების“ მოწოდებით, ვინაიდან კლიმატის გამო კონფლიქტები გაჩნდა ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა ეთიოპია, მალი, სამხრეთი სუდანი და სირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG