Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1698 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 692 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 698 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 910-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

24 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.61%;
  • ბოლო 7 დღის - 6.46%;
  • ბოლო 14 დღის - 6.85%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 603 763 შემთხვევა. მათგან 572 353 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 749 ადამიანი.

XS
SM
MD
LG