Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბები "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან" შეხვედრის შესახებ იუწყებიან


რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლის მუჰამედ ნაიმის ინფორმაციით, თალიბთა მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი შეხვდა „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელს, ალექსეი მაქსიმოვს. ნაიმმა ტვიტერზე გამოაქვეყნა შეხვედრის ამსახველი ფოტოც. თალიბანის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო „ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში“.

მედიით რამდენიმე კვირის წინ, გავრცელებული ცნობებით, ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში რუსეთიდან მიიწვიეს, „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის“ უფროსის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი თითქოს, მოსკოვში მიავლინეს ამ სამსახურის წარმომადგენლად.

მაქსიმოვს ბიოგრაფია სავარაუდოდ, გაყალბებული აქვს. მაგალითად, ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1991-93 წლებში მსახურობდა იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების რუსულ კონტინგენტში, მაშინ, როცა მითითებულ დროს ასეთი კონტინგენტი საერთოდ არ არსებობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG