Accessibility links

site logo site logo

აშშ: წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვან გაზრდას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი 2022 საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტის 777 მილიარდი დოლარით გაზრდის თაობაზე. ეს საგრძნობლად მეტია, ვიდრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა. თავდაცვითი ხარჯები 5%-ით იზრდება. ხარჯების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო.

დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს დემოკრატებმა და რესპუბლიკელთა ნახევარზე ოდნავ ნაკლებმა, მთლიანობაში - 316-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 113 დეპუტატი.

კანონპროექტი ტრადიციულად შეიცავს არა მხოლოდ თავდაცვითი ხარჯების ჩამონათვალს, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ წინადადებასაც.

მათ შორისაა წინადადებები რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების თაობაზე. პროექტში, კერძოდ, შეტანილია შესწორება, რომლის მიხედვითაც, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების შემოღების შესაძლებლობას რუსეთის 35 ბიზნესმენის, ჩინოვნიკისა და მედიის მენეჯერის წინააღმდეგ. მანამდე ამ სიის კანდიდატების წინადადებით გამოვიდნენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები. საქმე ეხება რომან აბრამოვიჩს, ალიშერ უსმანოვს, სერგეი სობიანინს, მიხაილ მიშუსტინს, დმიტრი პესკოვს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს.

კიდევ ერთი შესწორება ამერიკელებს უკრძალავს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებით ოპერაციას როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ადმინისტრაციას უფლებას უკარგავს, შეაჩეროს იმ კომპანიების მიმართ სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან.

მანამდე თავდაცვის საკუთარი ბიუჯეტი მიიღო სენატმა. საბოლოო ვარიანტს მოიწონებენ ორ პალატას შორის კონსულტაციების დროს. როგორც წესი, ეს წლის ბოლოს ხდება ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG