Accessibility links

site logo site logo

რუსეთის კომპანია NOVATEK-ის ერთ-ერთ მენეჯერს აშშ-ში ფინანსურ თაღლითობაში ედება ბრალი


მარკ ჯიტვეი

აშშ-ის სასამართლომ დააკავა აშშ-ის მოქალაქე, რუსეთის გაზის კომპანია NOVATEK-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარკ ჯიტვეი. მას ბრალად ედება აშშ-ის მოტყუება, რაც გამოიხატება გადასახადებისთვის თავის არიდებასა და კომპანიაში მუშაობის პერიოდში მიღებული შემოსავლების უცხოეთში დამალვაში.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, რომელიც ფედერალურმა სასამართლომ წარუდგინა მას ფლორიდის ქალაქ ფორტ მაიერსში, NOVATEK-ის საფინანსო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2005-2016 წლებში, ჯიტვეი ათობით მილიონ დოლარ კომპენსაციას იღებდა კომპანიის აქციებისა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტების სახით. ყველა ეს საშუალება შვეიცარიის ორი ბანკის ანგარიშებზე ირიცხებოდა. გარკვეულ პერიოდში ამ აქტივების საერთო ჯამმა 93 მილიონ დოლარს მიაღწია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჯიტვეი თავის ყოფილ მეუღლეს, რუსეთის მოქალაქეს, მიუთითებდა ამ ანგარიშების მფლობელად.

ჯიტვეის წაუყენეს რამდენიმე ბრალდება, მათ შორის, უცხოური შემოსავლებიდან გადასახადების გადაუხდელობა, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი ინფორმაციის მითითება, უცხოურ ბანკებში აქტივების დამალვა. ბრალდებულად ცნობის შემთხვევაში მან შეიძლება რამდენიმე ათწლეული გაატაროს ციხეში.

საბრალდებო დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ჯიტვეის ბრალეულობას ამძიმებს ის, რომ ის გადასახადებზე სპეციალიზებული პროფესიონალი ლიცენზირებული ბუხჰალტერია.

11 წლის განმავლობაში მარკ ჯიტვეი NOVATEK-ის მთავარ საფინანსო დირექტორად მუშაობდა, ახლა კი კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG