Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს რუსეთთან დაკავშირებული კიბერთავდასხმების კამპანიას


ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაიცვას „პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს“ ქცევის ნორმები იმ კიბერთავდასხმის კამპანიის შემდეგ, რომლის სამიზნეც ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო იყო.

„კოლექტიური სახელწოდებით Ghostwriter-ი, ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ დააფიქსირა მავნებლური კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება“, - განაცხადა 24 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა.

ამ განაცხადების ფონია გერმანიის გენერალური პროკურორის მიერ ბუნდესტაგის არჩევნების წინ ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმართული იმ რამდენიმე ბოლო კიბერთავდასხმის გამოძიება, რომელშიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვი დაადანაშაულა.

რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო.

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კიბერკამპანია Ghostwriter-ის სამიზნეს წარმოადგენდა ევროკავშირის არაერთი პოლიტიკოსი, სამთავრობო მოხელე, პრესისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრი.

XS
SM
MD
LG