Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელი აფეთქებას გადაურჩა


ცხინვალი.
ცხინვალი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები ახლა იკვლევენ იმ მილსადენის დაზიანების მიზეზს, რომელიც სააგენტო „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის სახლში შედიოდა.

დენისოვის თქმით, სახლში შესვლისთანავე მან იგრძნო გაზის ძლიერი სუნი. სააგენტოს ხელმძღვანელმა დაურეკა ცხინვალის გაზმომარაგების სამსახურს, რომელმაც აღმოფხვრა გაუმართაობა ქუჩაში და აღმოაჩინა ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანება სახლის შესასვლელთან, ასევე აღმოაჩინეს სარქველის გაუმართავობაც. ერთბაშად ამდენი დაზიანების და გაუმართაობის აღმოჩენა დენისოვს საეჭვოდ მოეჩვენა.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ მე გადავწყვიტე გამომეკვლია დაზიანების ხარისხი და ჩემი აზრით, რომ ის ჰგავს სპეციალურად გადაჭრილს. მე ჩათვალე, რომ ამ მხრივ აუცილებელია შევატყობინო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო და ჩემი ხელმძღვანელობას", - განაცხადა დენისოვმა. მან ოსურ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ აფეთქების საფრთხე რეალური იყო, რადგან გაზის კონცენტრაცია ძალიან მაღალი იყო და აფეთქებას წყლის გამათბობლის ავტომატური ჩართვაც გამოიწვევდა.

„ეს მხოლოდ ერთი მიზეზით არ მოხდა - წყალი არ იყო. განურჩევლად იმისა, იყო თუ არა დაზიანება ბუნებრივი გზით თუ ადამიანის მიერ გამოწვეული, ნებისმიერ შემთხვევაში მიმდებარე შენობები შეიძლებოდა დანგრეულიყო", - თქვა დენისოვმა. მან უკვე მიმართა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს განცხადებით, უცნობი პირების მიერ შესაძლო მიზანმიმართული პროვოკაციის შესახებ, რათა მომხდარიყო მის სახლში გაზის გაჟონვა.

უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, უწყების თანამშრომლები ამოწმებენ დენისოვის სახლში მომხდარი ინციდენტის გარემოებებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს თანამშრომლებმა დენისოვს ურჩიეს, რომ გენერალურ პროკურატურასაც მიმართოს განცხადებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG