Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

20-წუთიან სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყნის მიერ აღებული ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობასა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციაზე.

„რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველდღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის მიერ საქართველოს მიწების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.

„როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG