Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სახელმწიფო დუმაში მოხვედრილი პარტიების ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში მოხვედრილ პარტიებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ არჩევნები გაიმართა ღიად და კანონის მკაცრი დაცვით. მან ხაზი გაუსვა ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობას, ასევე აღნიშნა, რომ 1999 წლის შემდეგ დუმაში პირველად გამოჩნდება მეხუთე პარტია.

მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის სპიკერად პუტინმა დაასახელა ვიაჩესლავ ვოლოდინის კანდიდატურა. გარდა ამისა, მან დეპუტატების წინაშე მდგარ რამდენიმე ამოცანაზე ისაუბრა. მათ შორისაა სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვისა და განათლების დონის ამაღლება.

შეხვედრის წინ რუსეთის კომპარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩავლილი არჩევნების კრიტიკას აპირებს. მაგრამ პუტინთან შეხვედრაზე მას ბევრი არ ულაპარაკია. მან რუსეთის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად მოსახლეობის კლება დაასახელა.

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ თავის გამოსვლაში წამოაყენა წინადადება, ყველა, ვინც 25 სექტემბერს პუშკინის მოედანზე არასანქცირებულ მიტინგში მიიღო მონაწილეობა, მაგადანში გაიგზავნოს „გადასახლებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG