Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია: სოციალ-დემოკრატების ლიდერის თქმით, მის პარტიას მთავობის შექმნის მანდატი აქვს


ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში ორ უდიდეს პარტიას, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულ ბლოკ CDU/CSU-სა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) თითქმის ერთნაირი შედეგები აქვთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს ეგზიტ პოლი აჩვენებს, რომ ორ წამყვან პარტიას 25-25 პროცენტი აქვთ, სხვა ეგზიტ პოლები უპირატესობას SPD-ს ანიჭებენ. 15%-ით მესამე ადგილზე არიან მწვანეები. თავისუფალ დემოკრატებს 11-12% აქვთ, „მემარცხენეებს“ - 5%, მემარჯვენე-რადიკალური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელთანაც არავის სურს თანამშრომლობა, 11%-ს აგროვებს.

როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა ლარს კლინგბაინმა განაცხადა, მის პარტიას მთავრობის შექმნის მანდატი აქვს.

გერმანიის საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს კოალიციური მთავრობების შექმნას. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულ პარტიას არასოდეს ჰქონია 31%-ზე ნაკლები.

XS
SM
MD
LG