Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა


კოსოვოელი სპეცრაზმელები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან
კოსოვოელი სპეცრაზმელები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება სერბეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება უკავშირდება სასაზღვრო ზონაში კოსოვოელი სპეცრაზმელების განთავსებას, რაც ბელგრადმა პროვოკაციად შეაფასა.

კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმები ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად, სერბებით დასახლებულ რაიონებში მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გასული კვირის ბოლოს გაგზავნეს, სერბების საპროტესტო აქციების გამო. პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კოსოვოში შესვლისას ავტომანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით უნდა შეუცვალონ.

25 სექტემბერს კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ შსს-ს ორ ოფისს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერბეთი დაადანაშაულა „კოსოვოს სახელმწიფოზე თავდასხმებისკენ წაქეზებასა და მხარდაჭერაში“.

სერბეთის სამხედრო თვითმფრინავები კოსოვოს საზღვრის თავზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა. მისი განცხადებით, სპეცრაზმელები საზღვრიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. ბორელის თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია, ან ცალმხრივი, შეუთანხმებელი აქცია. მხარეებს თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ევროპის სახელმწიფოების ნაწილს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს დღემდე მიიჩნევს თავის ავტონომიურ პროვინციად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG