Accessibility links

site logo site logo

ბელარუს პოლიტპატიმარ მარია კალესნიკავას ჰაველის პრემია მიენიჭა


მარია კალესნიკავა

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მარია კალესნიკავა, რომელსაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვს მისჯილი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული საქმიანობისთვის, - ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 27 სექტემბერს გახსნილ შემოდგომის სესიაზე, რომელზეც სიტყვით გამოვიდა მარია კალესნიკავას და, ტატიანა ხომიჩი.


ჩეხი სახელმწიფო მოღვაწის და დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტის, 2011 წელს გარდაცვლილი ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია დაწესდა 2013 წელს. ამ პრემიას გადასცემენ "ევროპასა და მის მიღმა სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ნაბიჯებისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად". წარსულში პრემია მიღებული აქვთ ალეს ბიალიატსკის (ბელარუსი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ლიუდმილა ალექსეევასა და ოიუბ ტიტიევს (რუსეთი).

პოლიტპატიმარი მარია კალესნიკავა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირი გახდა, ის შედიოდა „ქალთა სამეულში“ სვიატლანა ციხანოუსკაიასა და ვერანიკა ციპკალასთან ერთად.

6 სექტემბერს მინსკის სასამართლომ დახურულ სხდომაზე 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს - მარია კალესნიკავასა და მაქსიმ ზნაკს, რომლებიც გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG