Accessibility links

site logo site logo

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: კახა კალაძე - 43%, ნიკა მელია - 30%, გიორგი გახარია - 12%


გიროგი გახარია, კახა კალაძე, ნიკა მელია.

კომპანია „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ლიდერობს მოქმედი მერი კახა კალაძე.

შეკითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:

  • კახა კალაძე - 43%;
  • ნიკა მელია - 30%;
  • გიორგი გახარია - 12%;
  • ანა დოლიძე - 6%;
  • ანა ბიბილაშვილი - 3%;
  • სხვა - 6%

გამოკვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG