Accessibility links

site logo site logo

კოსოვოში ნატოს სამშვიდობი ძალებმა (KFOR) გააძლიერეს პატრულირება სერბეთის საზღვართან


ადგილობრივ სერბ მძღოლებს ბლოკირებული აქვთ მოძრაობა

ნატოს სარდლობით კოსოვოში მოქმედი სამშვიდობო ძალებმა (KFOR) გააძლიერეს სერბეთის საზღვართან პატრულირება ორ დაპირისპირებულ ბალკანურ სახელმწიფოს შორის სანომრე ნიშნების თაობაზე წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე.

„KFOR-მა გაზარდა რაოდენობა და რეგულარული პატრულირების ხანგრძლივობა მთელი კოსოვოს ტერიტორიაზე და მათ შორის, უპირატესად, ქვეყნის ჩრდილოთით, სერბულ ნაწილში“, - ნათქვამია კოსოვოს სამშვიდობო ძალების 27 ოქტომბრის განცხადებაში.

მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, თუ როგორ უახლოვდება სატვირთო მანქანებითა და სხვა სატრანსპორტო საშაულებებისგან წარმოქმნილ ბარიკადებს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ნატოს ჯავშანტექნიკა, რომლის თავზეც რამდენჯერმე გადაიფრინა სერბეთის სამხედრო ავიაციამ.

გასული კვირის ბოლო სერბი მძღოლების პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კოსოვოში შესვლისას ავტომანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით უნდა შეუცვალონ.

25 სექტემბერს კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ შსს-ს ორ ოფისს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერბეთი დაადანაშაულა „კოსოვოს სახელმწიფოზე თავდასხმებისკენ წაქეზებასა და მხარდაჭერაში“.

ვითარებიის დეესკალაციის მიზნით კოსოვოს მთავრობამ პოლიციის სპეცრაზმები გაგზავნა ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად, სერბებით დასახლებულ რაიონებში მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.

პასუხად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG