Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჰაკერობისთვის იხდიდა სასჯელს ამერიკაში


ალექსეი ბურკოვი (ცენტრში) სასამართლოზე იერუსალიმში. 2019 წ. 3 ნოემბერი.
ალექსეი ბურკოვი (ცენტრში) სასამართლოზე იერუსალიმში. 2019 წ. 3 ნოემბერი.

აშშ-მა რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ცხრა წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჰაკერული დანაშაულებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 28 სექტემბერს.

ალექსეი ბურკოვი შარშან ივნისში გაასამართლეს აშშ-ის საოლქო სასამართლოში ვირჯინიაში. ის დამნაშავედ ცნეს ორი ვებსაიტით ოპერირებისთვის, რომლებითაც ის მოპარულ, ძირითადად ამერიკულ, საბანკო ბარათებს ყიდდა. ასევე ის შუამავლობდა მოპარული ელექტრონული მონაცემებით ვაჭრობასა და უკანონო მომსახურებაში.

ბურკოვი ეჭვმიტანილია საკრედიტო ბარათების თაღლითური სქემით აშშ-ში 20 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვაში.

ბურკოვი 2015 წელს დააპატიმრეს ისრაელში ცხოვრებისას. 2019 წლის ნოემბერში მოხდა ისრაელიდან მისი ექსტრადიცია აშშ-ში. ბურკოვის დაპატიმრების შემდეგ რუსეთმა აშშ-ს ბრალი დასდო მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეებზე „ნადირობაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG