Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან წლის ბოლომდე დაიწყებს მოლაპარაკებებს


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის კავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან წლის ბოლომდე დაიწყებს მოლაპარაკებებს კავშირში მიღების შესახებ.

ფონ დერ ლაიენმა 28 სექტემბერს ალბანეთის დედაქალქ ტირანაში სტუმრობისას თქვა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა დასახული ამოცანები და რომ კომისია „ყოველ ღონეს იხმარს იმ წინაღობების გადასალახად, რომელთა წინაშეც ვდგავართ ახლა.“

ფონ დერ ლაიენის თქმით, მას სურს ეს პროცესი დააჩქაროს, რათა ორივე ქვეყანამ წლის ბოლომდე დაიწყოს მოლაპარაკებები. ფონ დერ ლაიენი რეგიონში ტურნეზე იმყოფება ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის 6 ოქტომბრის სამიტის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG