Accessibility links

site logo site logo

საქართველოს სამხრეთში მიწისძვრა მოხდა


სამხრეთ საქართველოში 3.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მიწისძვრა 02:44 საათზე დააფიქსირა.

ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით, 22 კილომეტრში და სოფელ ფოკადან 10 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობითვე, მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG