Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება


აშშ-ის სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერი.
აშშ-ის სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერი.

აშშ-ის სენატმა 30 ოქტომბერს კენჭი უყარა და მოიწონა კანონპროექტი, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება. სენატმა კანონპროექტს კენჭი უყარა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ვადა ამოეწურებოდა ფედერალური სააგენტოების დაფინასების გაგრძელებას.

„კარგი შედეგია და მიხარია, რომ მივაღწიეთ მას“ განაცხადა ნიუ იორკელმა სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერმა. დაფინანსების ვადა ვაშინგტონის დროით შუაღამისას ამოიწურა.

ახლა, კანონპროექტის ძალით, მთავრობის დაფინანსება გაგრძელდება 3 დეკემბერამდე.

მოელიან, რომ წარმომადგენლთა პალატაც დაამტკიცებს დოკუმენტს და შემდეგ ის ხელის მოსაწერად გაეგზავნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების სურვილი იყო, თავიდან აეცილებინათ მთავრობის სააგენტოების მუშაობის შეჩერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულ ათასობით სახელმწიფო მოხელეს შინ გააგზავნიდნენ და ოფისები დაიხურებოდა.

კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს თანახმად, ბოლოს, 2018-2019 წელს, ასეთმა „დახურვამ“ ეკონომიკა 11 მილიარდი დოლარით აზარალა.

ახლანდელი კანონპროექტი შეიცავს ასევე 6,3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას ავღანელი ლტოლვილებისთვის და 28,6 დოლარს სტიქიური უბედურებების შემთხვევაში დახმარებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ფედერალური სამთავრობო უწყებების დახურვის საფრთხე არაა მოსალოდნელი, დემოკრატები შეძლებენ კონცენტრირებას ვალების მაქსიმალური დონის ამაღლებაზე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული 1,2 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმის მიღებასა და ბიუჯეტის 3,5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ხარჯვით ნაწილზე.

ბაიდენი და მისი კოლეგა დემოკრატები ცდილობენ ორი კანონპროექტის მიღებას რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე. ვალების მაქსიმალური დონის შესახებ კანონპროექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთავრობამ განაგრძოს ვალების აღება. ხარჯების შესახებ ორი კანონპროექტი კი გაზრდის გადასახადებს სამთავრობო პროგრამების გასაფართოებლად ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG