Accessibility links

site logo site logo

ლიზა იასკო - ვინ არის მიხეილ სააკაშვილის "ახალი ოჯახი"


30 წლის ლიზა იასკო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” წევრია. არის ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. 

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს”, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ამბობს ვიდეოში, რომელიც მისი დაკავებიდან ცოტა ხანში გავრცელდა. ვიდეოში ის უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატის, ლიზა იასკოს გვერდით ზის.

30 წლის პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” წევრია. არის ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი.

მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.

დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. 2014 წლის იანვარში, მაიდნის დროს დაუკრა კიევში, გრუშევსკის მოედანზე მოწყობილ ბარიკადებზე.

„რადის” დეპუტატი იგი 2019 წლის აგვისტოში გახდა. 2019 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, თავმჯდომარეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ვერხოვნა რადის” მუდმივ დელეგაციას.

2020 წლის ოქტომბერში, სხვა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად, აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იასკომ მიხეილ სააკაშვილს მაშინ „მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდა” უწოდა.

„სიყვარული და საკუთარი სახელმწიფოსთვის ბრძოლა - ღირსეული საქმეა. მე მხარს ვუჭერს მის ბრძოლას“, - მიმართა სააკაშვილის დაკავების შემდეგ ლიზა იასკომ უკრაინის ხელისუფლებას, ევროკავშირსა და აშშ-ს და სთხოვა დაიცვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“, - დაწერა ისაკომ თავის ფეისბუკგვერდზე, სადაც 46 ათასი გამომწერი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG