„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ილაპარაკა.
კორძაიამ დაასახელა შემთხვევა, როდესაც მარნეულის #56 საარჩევნო უბანზე საპირფარეშოში აღმოაჩინეს უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტენები. დეპუტატის განცხადებით, ამ ბიულეტენებზე შემოხაზულია #5, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
თამარ კორძაიას შეფასებით, ბიულეტენების გატანა წარმოადგენს დანაშაულს და ამიტომ ის მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 84 საარჩევნო ოლქში 3 492 172-ია.
2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ (მერი) და წარმომადგენლობით (საკრებულო) ორგანოებს აირჩევს. ჯამში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს, 4 წლის ვადით აირჩევენ.