Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Edison Research: კახა კალაძე - 44%; ნიკა მელია - 40%


"ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ბოლო, 20:00 საათის მონაცემებით პირველ ორ კანდიდატს შორის სხვაობა მცირედია და ვერცერთი ლახავს მერად გახდომისთვის აუცილებელ 50-პროცენტიან ზღვარს.

კვლევის მიხედვით, მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • კახა კალაძე, ქართული ოცნება - 44%
  • ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 40%
  • გიორგი გახარია, საქართველოსთვის - 7%
  • ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის - 5%;
  • თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%
  • გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%;
  • ანა ბიბილაშვილი, ლელო - 1%;
  • რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%

კვლევა "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია. კვლევის სხვა დეტალები იხილეთ "ფორმულაზე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG