Accessibility links

site logo site logo

სამოქალაქო საარჩევნო კომისია: "ეს შედეგები აუცილებლად შეიცვლება"


სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, რომელიც მხოლოდ ოქმების 6,65%-ს ეყრდნობა, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მიიღო ხმების 44,8%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიას - 35%, პარტია „საქართველოსათვის“ კანდიდატმა, გიორგი გახარიამ - 8,9%, ანა დოლიძემ - 3,9%.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციულ ნაწილში, ამ ეტაპისათვის (3 ოქტომბერი. 04.30 სთ) დათვლილია ბიულეტენების 8,08%, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 41,51%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 29%, პარტიამ „საქართველოსათვის“ – 8,31%, ლელომ - 3,39%, გირჩმა - 2,9%.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, აკაკი კობალაძის თქმით, შექმნილია ვითარება, როცა ხმები დათვლილია ადგილობრივ უბნებში, მაგრამ არ გაიცემა შემაჯამბებელი ოქმები ანუ არ ხდება შედეგების ქაღალდზე გადატანა.

„ჩვენ აქ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადასტურებული ოქმები. ეს შედეგები აუცილებლად შეიცვლება, რადაგან არ არის გათვალისწინებული ოქმების 90%“, - განაცხადა აკაკი კობალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG