Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) მიერ 7:00 საათზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახა კალაძის და ნიკა მელიას მონაწილეობით.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ხმების 45,5%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ - 34,13 %.

პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხმების 8,97% აქვს.

თბილისის მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღო.

ცესკომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG