Accessibility links

site logo site logo

სოფელ კაბალის ერთ-ერთი მცხოვრების სახლისკენ ხელყუმბარები ისროლეს


პოლიციის ეკიპაჟები სოფელ კაბალში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ემზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლისკენ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ორი ხელყუმბარა ისროლეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, კაბალიდან იუწყება, რომ ეზოში ნასროლი ორი ხელყუმბარიდან ერთი აფეთქდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია და იქ არავის უშვებენ, რადგან მეორე აუფეთქებელი ყუმბარის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს.

ამ ეტაპზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

რადიო თავისუფლება მომხდარის სხვა დეტალებსაც არკვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG