Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 867 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. 1 877-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 066 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 867 შემთხვევა.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

4 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5.4%;
  • ბოლო 7 დღის - 4.94%;
  • ბოლო 14 დღის - 5.42%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 618 620 შემთხვევა. მათგან 591 668 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 068 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG