Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსპირაციული თეორია


ავტორი: გიორგი აბულაძე

კონსპირაციული იგივე შეთქმულების თეორია—არის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენს გარშემო ყველა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის ცვლილება გავლენიან ადამიანთა მცირე ჯგუფის „შეთქმულების“ შედეგია, რომლებიც მსოფლიოს „კულისებიდან“ მმართავენ. ადამიანთა ეს ჯგუფი წარმოადგენს მდიდარ ელიტას რომლებიც საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ ეგოისტურ გადაწყვეტილებებს. კონსპირაციული თეორიების მიმდევრებს ყველაზე მეტად სწამთ, რომ არსებობს ფარული საზოგადოება (მასონები იგივე ილუმინატები), რომლებიც არიან ეშმაკისეულნი და სურთ დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი (ლათ. Novus Ordo Seclorum), სადაც აღარ იარსებებნ სუვერენული სახელმწიფოები, იქნება საერთო ფული და მმართველობა. იმისათვის რომ ეს ერთიანობა შედგეს აუცილებელია გაქრეს რელიგიები, ეროვნულობა და ყველაფერი ის რაც ადამიანებს ერთმანეთისგან ჰყოფს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ქმნის წინაპირობას ანტიქრისტეს გამეფებისას დედამიწაზე.

რატომ სჯერათ ადამიანებს კონსპირაციების?

აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მოსახლეობის დაახ. 20-30% თვლის, რომ კონსპირაციული თეორიები სრულიად ან გარკვეულწილად მართალია. ეს ციფრი პატარა არ არის, თუმცა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაგ. აღმოსავლეთ ევროპაში ან დასავლეთ აზიაში სადაც მოსახლეობის დაახ. ნახევარს სჯერა კონსპირაციების, მათ შორის საქართველოში. კონსპიროლოგები არ ახდენენ ფაქტების ანალიზს და აქედან გამომდინარე არ ახდენენ დასკვნების გაკეთებას, არამედ ისინი პირიქით უკვე წინასწარ გამზადებულ დასკვნას არგებენ ფაქტებს. მკვლევარები ფიქრობნ, რომ შეთქმულების იდეა არის ფსიქოლოგიურად მავნე და პათოლოგიური. შეთქმულების თეორიების რწმენა დაკავშირებულია დაბალ ანალიტიკურ აზროვნებასთან და ინტელექტთან. კონსპირაციული თეორიების რწმენა შეიძლება გადაიზარდოს პარანოიაშიც კი (ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიული ტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება).

ისტორიულად კონსპირაციები დაკავშირებულია ცრურწმენებსა და პროპაგანდასთან. კონსპირაციების გავრცელებას ხშირად მიმართავდნენ საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მთავრობები.

კონსპირაციული თეორიის მიმდევრები ხშირად განიცდიან ემოციურ კმაყოფილებას და თავდაჯერებას, იმის გამო, რომ მათ არ სჯერათ ოფიციალური ცნობებისა თუ ისტორიული ფაქტების და აქვთ საიდუმლო, განსხვავებული ცოდნა, რაც მათ სძენთ განცდას, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. გენიალური შექპირი ამბობდა „არაფერია იმაზე გავრცელებული, როგორც სურვილი, რომ გამორჩეული იყო“. კონსპირაციების რწმენას აქვს ღრმა ფსიქოლოგიური და სოციალური საფუძვლები, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა თვისებას, რომ მათი უუნარობა თუ უმწეობა სხვა ზემდგომ რაღაცეებს დაუკავშიროს (მაგალითად მოსაზრება, რომ ჩვენს მდიდარ პარტნიორებს არ სურთ, რომ საქართველო წარმატებული იყოს).

გავრცელებული კონსპირაციები საქართველოში

საქართველოში გავრცელებული კონსპირაციები ძირითადად პოლიტიკას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია შეთქმულებები კოვიდვაქცინის გარშემო, საუბედუროდ საზოგადოების რაღაც ნაწილს სერიოზულად სჯერა, რომ ვაქცინაში არის ჩიპი ან სხვა რაიმე მექანიზმი რომელიც მასების მმართვას შეძლებს. მტრული და არასახელმწიფოებრივი ძალების მიერ ხდება კონსპირაციების წახალისება საკუთარი მავნე ინტერესების განსახორციელებლად. 21-ე საუკუნეში მასობრივი ინფორმაციების საშუებების განვითარებასთან ერთად იმატა კონსპირაციების გავრცელებამაც. საქართველოში უკანასკნელ ხანებში არაერთი კონსპიროლოგი და კონსპირაციული თეორიების პროპაგანდის გზები გაჩნდა, რაც წამლავს ისედაც უმწიფარ და დაქსაქსულ ქართულ საზოგადოებას. შეიძლება ბევრ კონსპიროლოგს არც სჯერა საკუთარი ბოდვების, თუმცა კომფრომისტულად სარგებლობს საზოგადოების უმეცრებით და ახდენს სხვადასხვა კონსპირაციების გავრცელებას. ხშირად ასეთი ადამიანები აცხადებნ პრეტენზიას ჭეშმარიტ ქრისტიანულობასა და რელიგიურობაზე. ბევრი კონსპირაციის მიმდევარი საკუთარი სუსტი გონებრივი შესაძლებლობების გამო არ არის მყარი საკუთარ პოზიციებში ამიტომ აუცილებელია მათთან ურთიერთობა, ზოგჯერ მარგინალიზაცია, რათა მათ იგრძნონ საკუთარი რწმენის მანკიერება და შეიცვონ მოსაზრებები. აუცილებელია მოაზროვნე ადამინებმა იმუშავონ ფართო საზოგადოების ანალიტიკური უნარის გაუმჯობესებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG