Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებელს სპეციალური პირობებით დაუშვებენ


საქართველოში გასამართ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებელი სპეციალური პირობებით დაესწრება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება.

"საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით დაიშვება", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მატჩი 9 ოქტომბერს ბათუმში იმართება.

XS
SM
MD
LG