Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მსახიობი ქალი და კინორეჟისორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ჩავიდნენ ფილმის გადასაღებად


ცნობილი რუსი მსახიობი ქალი და ჯილდოების მფლობელი კინორეჟისორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ ისტორიაში პირველი მხატვრული ფილმის გადასაღებად.

იულია პერესილდმა და კლიმ შიპენკომ ვეტერან კოსმონავტ ანტონ შკაპლეროვთან ერთად აიღეს Soyuz MS-19-ით სტარტი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

მას შემდეგ, რაც შკაპლეროვმა კოსმოსური ხომალდი ხელით მართვის რეჟიმში გადაიყვანა, ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუპირაპირდა.

ლუკების გახსნის შემდეგ მათ მიესალმნენ სადგურში მყოფი ორი რუსი კოსმონავტი, ასევე ერთი ფრანგი, ერთი იაპონელი და აშშ-ის სამი ასტრონავტი.

ჯგუფი აპირებს გადაიღოს რამდენიმე სეგმენტი ფილმისა „გამოწვევა“. მასში მოთხრობილია, როგორ მიემგზავრება კოსმოსში ქირურგი ქალი, რომელმაც გულის ოპერაცია უნდა გაუკეთოს ერთ-ერთ კოსმონავტს.

ფილმის კოპროდიუსერებს შორის არიან „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი და რუსეთის პირველი სახელმწიფო ტელეარხი, რომელიც დოკუმენტურ ფილმებს მოამზადებს 12-დღიანი მისიის შესახებ.

36 წლის პერესილდი რამდენიმე დიდ რუსულ დრამაში თამაშობს, 37 წლის შიპენკოს კი გადაღებული აქვს ცნობილი ფილმი კატასტროფის შესახებ, „სალუტი 7“.

კოსმოსური მისიის შესახებ შარშან გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც NASA-მ განაცხადა, რომ ტომ კრუზთან ერთად აპირებს ფილმის გადაღებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

XS
SM
MD
LG