Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილში ნახსენები „მხუთავი აირი" „ცრემლსადენი გაზით" შეცვალა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღია წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების თემაზე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში გამოწვეული კრიტიკის შემდეგ, რამდენიმე საათში ჩაასწორა. ცვლილების ნახვა შესაძლებელია „ფეისბუკის" პოსტის რედაქტირების ისტორიაში.

საქმე ისაა, რომ წერილში პრემიერი აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. როგორც ღარიბაშვილი წერდა, „მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა".

ჩასწორების შემდეგ პრემიერი „მხუთავი აირის" ნაცვლად მიუთითებს „ცრემლსადენი გაზის" შესახებ.

XS
SM
MD
LG