Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა


ორი ახალგაზრდა დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას ცხინვალი-ჯავის გზის მონაკვეთზე. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. ერთმანეთს სამხედრო „კამაზი" და Mitsubishi Pajero-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რაც იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი მანქანის მძღოლი და მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრონომრიან „კამაზს" კი საოკუპაციო სამხედრო ბაზის თანამშრომელი მართავდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიებას ატარებენ. შემთხვევა ცხინვალი-ჯავის გზის პირველივე კილომეტრზე მოხდა.

XS
SM
MD
LG