Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ დედა, გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი


გიული ალასანია
გიული ალასანია

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ მისი დედა, გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ამის მაგალითად მან დაასახელა ის, რომ სააკაშვილის საკანში არ არის ტელევიზორი. თუმცა, გელხაურმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ადვოკატები აწვდიან სრულ ინფორმაციას.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს სამართალდამცველებმა. ის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

შესწორება:

მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვდა მისი ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი (სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და შვილები). ადვოკატმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს დედამ, გიული ალასანიამ და შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG