Accessibility links

site logo site logo

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილმა ტელევიზორი ციხის მაღაზიაში შეიძინა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. ის ტყუილს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ხელოვნურად გაუჭიანურეს საკანში ტელევიზორის მიწოდება.

„განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ასევე განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტისთვის ლეიბის მიწოდების საკითხს.

„ტყუილია ასევე ის ინფორმაცია რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს", - ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პენიტენციური სამსახური ეხება, ეს არის პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ სააკაშვილისთვის ციხეში მიტანილი სახარება.

„დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთებისა პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება", - გვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს.

სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას საკანში არ აქვს ლეიბი და ტელევიზორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG