Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთსა და ევროკავშირს შორს განხეთქილება იზრდება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ


დემონსტრანტები პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან 7 ოქტომბერს, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებდა, რომ „ევროკაშირთან დადებული შეთანხმების ზოგიერთი მუხლი „არ ეთავსება“ პოლონეთის კონსტიტუციას.
დემონსტრანტები პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან 7 ოქტომბერს, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებდა, რომ „ევროკაშირთან დადებული შეთანხმების ზოგიერთი მუხლი „არ ეთავსება“ პოლონეთის კონსტიტუციას.

იზრდება განხეთქილება პოლონეთსა და ევროპის კავშირს შორის და ევროპის კავშირის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ პოლონეთის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც დაადგინა, რომ ევროპის კავშირის სამართალი არ დგას პოლონეთის ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა ზოგიერთ სამართლებრივ საკითხში.

„ევროპის კავშირის ერთ-ერთი სვეტია ევროკავშირის სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა 8 ოქტომბერს ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ „ევროკაშირთან დადებული შეთანხმების ზოგიერთი მუხლი „არ ეთავსება“ პოლონეთის კონსტიტუციას.

პოლონეთსა და ბრიუსელს უკვე ჰქონდათ უთანხმოება სასამართლოს რეფორმის სფეროში, რომელიც გაატარა მმართველმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“.

ბრიუსელმა გააფრთხილა ვარშავა, რომ რეფორმები პოლონეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, კლემან ბონმა, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „ევროკავშირზე თავდასხმა“ და გაფრთხილება გამოთქვა, რომ არსებობს 27-წევრიანი ბლოკიდან პოლონეთის „ფაქტიური გასვლის საფრთხე“.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა გაიმეორა საფრანგეთის განცხადება და თქვა, რომ პოლონეთი „ცეცხლს ეთამაშება“.

პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ, ფეისბუკზე დაწერა, რომ „პოლონეთის ადგილი არის და იქნება ერთა ევროპულ ოჯახში“.

ევროკავშირის აღსასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ, განაცხადა ადრე, რომ პოლონეთში მიღებული დადგენილება „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და დაადასტურა, რომ ევროკავშირის სამართალს პრიორიტეტი აქვს ეროვნული კანონმდებლობის, სხვათა შორს, კონსტიტუციის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG