Accessibility links

site logo site logo

პაპუაშვილი: ნუ აქცევენ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად


შალვა პაპუაშვილი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი. ის ყველას მოუწოდებს, რომ ეს შემთხვევა არ გამოიყენონ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს. ამ დროისთვის საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა შეძლეს უკვე ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა და ჩვენ ახლა ვალდებულნი ვართ, სწორედ, ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ. ამ კონტექსტში მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად. იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას. სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდება ამ შემთხვევის მიზეზები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით ექვსი საათის წინ ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG