Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრეზი0დენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.

XS
SM
MD
LG