Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მდუმარე საპროტესტო აქცია იმართება


"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ და „დროას“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავენ.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო აქცია მდუმარეა. აქ შეკრებილებმა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს, ნაწილი მათ სიმბოლურად ანთებული ტელეფონებით შეუერთდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “არჩევნების გაყალბებას”.

ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ზუგდიდში, არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს. შეკრებილები მდუმარედ მიემართებიან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. მანამდე არაერთხელ მიმართა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ამომრჩევლებს, რომ ზუგდიდიდან დაეწყოთ მთავარი გამოსვლები.

მიუხედავად მდუმარების მოწოდებისა აქციის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ მიშა! მიშა!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG