Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, ანგარიშით 7:6, 6:3 და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში პირველმა შეძლო ამ რანგის შეჯიბრების ფინალის საგზურის მოპოვება.

მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფ ბასილაშვილს საჩემპიონო ტიტულს ბრიტანელი კამერონ ნორის ძლევა აშორებს. ამ ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს აჯობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე სულ ხუთი მატჩი ჩაატარა. ფრიცთან შეხვედრამდე მან მოუგო ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს, რუს კარენ ხაჩანოვსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG