Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსალოდნელია ეპიდემიური ვითარების საგრძნობი გაუარესება. „1,8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა. „ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე“ - თქვა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია „დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს.“

„წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მზარდია. დღეს 4 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG