Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა


კოსოვოს 1.8 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული მუნიციპალურ არჩევნებში 17 ოქტომბერს. ეს არის პირველი გამოცდა პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთვის. კურტის მოძრაობა „თვითგამორკვევამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წელს თებერვალში.

17 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება მოსახლეობის კორონავირუსზე აცრის კამპანიის ფონზე და უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი ინციდენტების შემდეგ.

კოსოვოელები აირჩევენ 38 მერს და 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოფიციალურ პირს, რომლებიც კოსოვოს მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ. მთავარი კონკურენციაა პრიშტინის მერობისთვის, რაზეც მმართველმა მემარცხენე პარტიამ ყოფილი ჯანმრთელობის მინისტრი, არბენ ვიტია, დაასახელა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე გაიხსნა კოვიდსაწინააღმდეგო წესების მკაცრი დაცვით - პირბადეებისა და სოციალური დისტანციის ჩათვლით. საარჩევნო უბნები საღამოს 7 საათზე დაიხურა და წინასწარი შედეგები სავარაუდოდ შუაღამისთვის გახდება ცნობილი.

დაახლოებით 3400 პოლიციელი იქნა განთავსებული მართლწესრიგის შესანარჩუნებლად. ბოლოდროინდელი შემთხვევებისას ჩრდილოეთ კოსოვოში, სოფლებში მაცხოვრებელმა ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს და შეტაკებები ჰქონდათ პოლიციასთან მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაატარა ზომები, რომლებიც სასაზღვრო კონტრაბანდასთან ბრძოლისკენ იყო მიმართული.

13 ოქტომბრის ძალადობისას სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები.

XS
SM
MD
LG