Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელის ოჯახს და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ „ტვიტერზე" წერს.

„გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამამწუხრა. ნამდვილმა გზის გამკვალავმა, წესიერებისა და ღირსების განსახიერებამ, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ პაუელების ოჯახს და ამერიკელ ხალხს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, კოლინ პაუელი. ის 84 წლის იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG