Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი


COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, კოლინ პაუელი. ის 84 წლისა იყო.

როგორც პაუელის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი იუწყება, მას ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდა ჩატარებული.

პაუელი 1989-93 წლებში მსახურობდა შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო მდივანი კი 2001-05 წლებში იყო. იამაიკელი იმიგრანტების შთამომავალი, პაუელი იყო პირველი აფრიკელი ამერიკელი პირი, რომელმაც ამ ორ პოზიციაზე იმუშავა. რესპუბლიკელთა რამდენიმე ადმინისტრაციაში მსახურობისას პაუელს მიაწერენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებში.

"ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი", - წერს პაუელის ოჯახი ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG